Monday, July 5, 2010

მოგზაურობის შესახებ:)


მოკლედ ყველა მოგზაურობის მერე და თვითონ მოგზაურობის დროსაც ვფიქრობ რომ მოგზაურობა და წანწალი ყველაზე მაგარი გრძნობაა რაც კი არსებობს ქვეყანაზე.მოგზაურობა განტვირთვის ყველაზე საუკეთესო საშუალებაა,რომლის დროსაც ტვინის უჯრედებში დაგროვილი არასასიამოვნო ფიქრები დროებით ილექება და სადღაც უსასრულობაში იკარგება,აგრეთვე გული სხვაგვარად გარდაისახება და საერთოდაც შეგრძნება გაქვს რომ შენში და შენს ირგვლის ყოველივე უკეთესობისკენ იცვლება.განსაკუთრებულიდატვირთვა ჰქონდა ამ გასვლას,პარასკევს მომხდარი ამბების მიერ დაგროვილმა უარყოფითმა ემოციამ იმდენად იმოქმედა ჩემზე როგორც სულიერად,ასევე ფიზიკურად რომ, რომ არა შაბათს დილას კაცხისკენ მსვლელობა,ალბათ სერიოზული დეპრესია დამეწყებოდა.მიუხედავად მუდმივად მიმდინარე ბოროტი პროცესებისა,ვითომ არ უნდა მიკვირდეს რომ ირგვლივ ძალიან ბევრი უსამართლობა ხდება,მაგრამ მარტო არ გაკვირვება რას მიშველის,გული მტკივა ამ პროცესებისგან.მაგრამ მაინც ყველაფერი კარგად იქნება და ამ შაბათ-კვირის მოგზაურობამ და ბოდიალმა ძალზედ კარგი შედეგი გამოიღოო:))

0 comments: