Friday, September 5, 2014

                                   როგორ უნდა წარვმართოთ ორსულობა

სამწუხაროდ ბევრი ადამიანი რომელთაც სურთ ბავშვის გაჩენა არაინფორმირებულები არიან როგორ უნდა წარმართონ სწორად ორსულობა.ამ პოსტში მინდამოგითხროთ ჩემი ორსულობის მიმდინარეობაზე და ჩემს გამოცდილებაზე.

     ჩემი დაორსულება მოხდა დაგეგმილად. წინასწარ წავედი გინეკოლოგთან და ყველანაირი გამოკვლევები ჩავიტარე რომ ორსულობაში პრობლემები ამეცილებინა თავიდან.
    ტესტის პასუხისთანავე დავუკავშირდი ჩემს გინეკოლოგს და მივიღე მითითებები როგორ უნდა მოვქცეულიყავი. 2 კვირაში წავედი ეხოს გასაკეთებლად რომელმაც დაადასტურა ჩემი ორსულობა.დავიწყე ფიქრი იმაზე რომ სწორად წარმემართა მთელი ეს პროცესი. გინეკოლოგისგან ავიღე ნებართვა ცურვასა და ვარჯიშზე.მოკლედ დაველოდე 3 თვეს, დავიწყე ორსულებისთვის განკუთვნილ აერობიკაზე და ბასეინზე სიარული.ჩემი განრიგი ასეთი იყო:დილას 7სთ_ზე მივდიოდი ბასეინზე ვცურავდი ღია ცის ქვეშ მინიმუმ 1 საათი ნელი ბრასით გამომდიოდა სადღაც 700 მეტრიდან 1კილომეტრამდე დისტანციის გაცურვა,შემდეგ მივდიოდი სამსახურში ფეხით სადღაც 1 კილომეტრს,კვირაში 2ჯერ სამსახურიდან მივდიოდი სავარჯიშოდ,ან ვსეირნობდი სუფთა ჰაერზე.ვიკვებევოდი ჯანსაღად არ მომდომებია ცომეული,მივირთმევდი ხილს,ხორცს,თევზს,ბურღულეულს და ხილის წვენებს.შევიძინე ფიტნეს ბურთი და როდესაც დაჩაზე წავედი გავაგრძელე იქაც ჩემი ვარჯიშები.ამ ყველაფრის შედეგად მოვიმატე მხოლოდ 13 კილოგრამი.ვემზადებოდი აქტიურად ბუნებრივად მშობიარობისთვის,თუმცა მხედველობის გამო დამჭირდა საკეისრო კვეთის გაკეთება.ჩემი გოგო დაიბადა 3950 სრულიად ჯანმრთელი.სამშობიაროში დავტოვე 8 კილო და დარჩენილი 5 კილოგრამი 2 კვირაში თავისით გაქრა.

P.S.ჩემი აქტიური ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე ორსულობა მიმდინარეობდა ყოველგვარი გართულების გარეშე,მხოლოდ მუცელი მახსენებდა თავს რომ ვიყავი ორსულად.მშობიარობის შემდეგ ადვილად დავიბრუნე ფორმები,არ გამჩენია კანის ნახეთქები,ადვილად გავიარე პოსტოპერაციული პერიოდი და რაც მთავარია ჩემი გოგო არის ძალიან ჯანმრთელი და აქტიური პატარა ადამიანი.

ყველას წარმატებულ ორსულობას და მშობიარობას გისურვებთ:)

0 comments: